პროექტის მიზანი: პროექტის მიზანია გააღვივოს მოსწავლეებში
ეროვნული ღირებულებებისადმი სიყვარული.
მონაწილეთა ასაკი: მე-7 კლასის მოსწავლეები.
პროექტის ხანგრძლივობა: 30 დღე.
მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეები შეძლებენ მოიძიონ სოფელში
ძველი ხალხური საკრავები. დაეუფლონ ხალხურ საკრავზე დაკვრის ხელოვნებას.
საჭირო რესურსები: კალამი, რვეული, ფოტო აპარატი, ფირჩამწერი.
პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები მოიძიებენ სოფლის უხუცესებს,მათგან
ჩაიწერენ ძველ ხალხურ სიმღერებს,ანდაზებს, მოიძიებენ ხალხურ საკრავებს.შეეცდებიან თავადაც
დაამზადონ რომელიმე ხალხური საკრავი. შეისწავლიან ხალხურ საკრავებზე დაკვრას.
პროექტის ხელმძღვანელი: ციცინო ტერტერაშვილი.

